Friday, December 14, 2012

,, რა ენა წახდეს"


პროექტის სახელწოდება :,,რა ენა ენა წახდეს“
პროექტის მთავარი იდეა :ენის სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია
პროექტის აქტუალობა: ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ირღვევა სალიტერატურო ენის ნორმები, რამაც,  შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება; კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება; სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: IX კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა:1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: შედეგების ამსახველი პრეზენტაცია(PowerPoint) ,კედლის გაზეთის გამოშვება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბარათები,კალმები. ფლომასტერები, ფორმატი კედლის გაზეთისათვის,ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: ჩვეულებრივ ურთიერთობებში ,მეტყველებაში, სატელევიზიო გადაცემებში, პრესაში, რადიოში, აბრებზე ხშირად ვაწყდებით სალიტერატურო ნორმებისათვის შეუფერებელ სიტყვებს,ბარბარიზმებს, კალკს,სინტაქსურ, მორფოლოგიურ,ორთოგრაფიულ შეუსაბამობებს.
სამუშაო ჯგუფი ბარათებზე იწერს აღმოჩენილ შეცდომებს.
მცდარ ფორმებს მისცემენ კვალიფიკაციას და დასაბუთებულად წარმოადგენენ სწორ ფორმებს პრეზენტაციისა(PowerPointi) და კედლის გაზეთის სახით.
საგნებთან კავშირი:ისტ, სახვითი ხელოვნება
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. IX. 10 მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წერს მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის.
ქართ. IX. 11 მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს
ქართ. IX. 13 მოსწავლეს შეუზლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის. 
პროექტის ხელმძღვანელი: მედეა ზაქარიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mzakariashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://mzakariashvili.blogspot.com/